ანტონიო კასანო: ზლატან იბრაჰიმოვიჩის უნდა გეშინოდეს

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.

"ამ ტრანსფერს ველოდი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზლატანის დაბრუნება "მილანს" წაადგებოდა. მას ეს გუნდი და ქალაქი ძალიან უყვარს. რონალდოსა და ვან ბასტენის შემდეგ ის უკანასკნელ ათწლეულში საუკეთესო "ცხრიანია". მიუხედავად ასაკისა, ჯერ კიდევ ფენომენალურია.

ზლატანი თანაგუნდელებს აიძულებს 100%-ით დაიხარჯონ, რაც "მილანს" სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარება. მას ამის გაკეთება მოუწევს, რადგან ფეხბურთელთა 80-85% ამ გუნდში თამაშს არ იმსახურებს.

თუ ვარჯიშზე ვინმე ზარმაცობს, მაშინვე ხმამაღლა შეუძახებს. ასეთ მომენტში მისი უნდა გეშინოდეს", - განუცხადა კასანომ
Football Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არაფერი გაუკეთებია მილანისთვის ისეთი, რო შევაზე და თუნდაც ინძაგიზე წინ დააყენო.
Emre
10:04 31-12-2019
0
ფაიზაღია! ესეც მაგარი გიჟი იყო:)))
emigranti
02:08 31-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული