ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" კონტრაქტის გასაფორმებლად იტალიაში ჩავიდა. მას აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა და შემდეგი განაცხადა:
"ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩემი სახლია და ბოლოს და ბოლოს დავბრუნდი. მახსოვს, ამ ადგილას მრავალი წლის წინ ვიმყოფებოდი. მთავარია, აქ ვარ. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ბევრ გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ დავბრუნდი და ესაა მთავარი.
მელოდეთ "სან სიროზე", ჩვენ კვლავ ავაფეთქებთ".