38 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოფიციალურად გახდა "მილანის" ფეხბურთელი.
იბრაჰიმოვიჩმა ზაფხულამდე გააფორმა "მილანთან" კონტრაქტი და შესაძლოა, შემდეგ გაახანგრძლივოს.
ზლატანი 30 ივნისამდე 3.5 მილიონს ხელფასის, ხოლო 0.5 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს. ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში მისი გასამრჯელო 6 მილიონამდე გაიზრდება.
იბრაჰიმოვიჩმა 2019 წელს "ლოს ანჟელეს გალაქსიში" 31 მატჩში 31 გოლი გაიტანა.