ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ახლა ჩემი მიზანი "მილანში" სიტუაციის გამოსწორებაა

AutoSharing Option
"მილანის" ახალწვეულმა, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალ კლუბში გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შვედმა ახსნა, თუ რატომ აირჩია სწორედ 21 ნომერი და ასევე, სამომავლო ამოცანებზე ისაუბრა.

"თავისუფალი ნომრები ჩემს შვილებს ვაჩვენე და მათ 21 მოეწონათ. ამიტომ ავირჩიე ეს ნომერი.

ახლა ჩემი მიზანი კლუბში სიტუაციის გამოსწორებაა და რაც შეიძლება უკეთ გამოსვლა ინდივიდუალურ დონეზე.

ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მალდინისა და ბობანს იმაზე მეტი ვესაუბრე, ვიდრე ჩემს ცოლს", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა Milan TV-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი ადრეც გამოდიოდა "მილანში", კერძოდ კი, 2010-დან 2012
წლამდე, რის შემდეგაც პსჟ-ში წავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ზლატან-ოქროს კაცო, მიდი ბოლომდე მიაწექი! კახური ანდაზისა არ იყოს - ბებერი ხარის რქანიცა კი ხნავენო! გვჯერავს შენი შესაძლებლობების!
aburjga
16:04 03-01-2020
0
ფრთხილად პაოლო და ზვონიმირ ეს არანორმალური საკუთარ ცოლს, რომ გადარებთ ვინ იცის რა მოუვა თავში.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული