ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მინდოდა გოლი გამეტანა და ფანებთან ისე მეზეიმა, როგორც ღმერთს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "სამპდორიასთან" უგოლოდ დასრულებულ მატჩზე გააკეთა კომენტარი.

"ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, ემოციას, რომელიც 9 თუ 10 წლის მანძილზე ჩემთან იყო. გულშემატკივრებთან კავშირი ისევ შესანიშნავი მაქვს და ეს დიდ მოტივაციას მძენს. მინდოდა მოედანზე გავსულიყავი, გოლი გამეტანა და ფანებთან ისე მეზეიმა, როგორც ღმერთს.

გუნდს ჯერ შეტევაში თვითდაჯერებულობა და აგრესია არ ჰყოფნის, ამიტომ არაეფექტურია. უნდა გავიგოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ამ შემადგენლობით მაქსიმუმს მივაღწიოთ. აქ მხოლოდ 4 დღეა, რაც ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ "მილანი" კვლავ ამოქმედდეს, - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Sky
Sport Italia.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა დროს შენი ზეიმია რას ტრაბახობ ღმერთი ზეიმობს უკვე,დაწყნარდი ტრაბახა.
ვინჩენცო
04:20 07-01-2020
0
,"ღმერთი" ზეიმობს ჰეთთრიკით, რა ტრაბახა მიუნჰაუზენი ხარ!?
ზაზა
05:18 07-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული