Sport Mediaset-ის ცნობით, "მილანის" მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას სამსახურით "იუვენტუსი" დაინტერესდა.
"იუვე" 20 წლის გოლკიპერს ზაფხულში ხუთწლიან კონტრაქტს და სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს შესთავაზებს, თან ყოველი შემდგომი სეზონისას ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით. ამჟამად მისი ხელფასი 6 მილიონია.
დონარუმას აგენტი მინო რაიოლაა, რომელმაც მატიას დე ლიხტის ტრანსფერი გაჩარხა და "იუვენტუსთან" კარგი ურთიერთობა აქვს.
დონარუმას "მილანთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.