14 იანვარს, იტალიის თასის 1/8-ფინალში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა სერია B-ს "პერუჯა".
ორივე გოლი თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა პენალტი ვერ გამოიყენეს.
"ნაპოლი" მეოთხედფინალში "ლაციო" - "კრემონეზეს" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - პერუჯა 2:0
გოლები: 1:0 ინსინიე (26, პენ), 2:0 ინსინიე (38, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ლემელო (45+7, პერუჯა)