15 იანვარს, იტალიის თასის 1/8-ფინალში "იუვენტუსმა" სახლში 4:0 მოუგო "უდინეზეს".
მასპინძლებს თავდამსხმელი რონალდო ვერ დაეხმარა, რომელიც სინუსიტით (ცხვირის დანამატ ღრუებში აღმოცენებული ანთებითი პროცესი) დაავადდა და სტადიონზე არ იმყოფებოდა.
თუმცა "იუვეს" გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. თავი დიბალასა და იგუაინის არგენტინულმა დუეტმა გამოიჩინა - პირველმა დუბლი და საგოლე გადაცემა, ხოლო მეორემ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
დიბალამ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მეოთხედფინალში "ბიანკონერი" "პარმა"-"რომას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - უდინეზე 4:0
გოლები: 1:0 იგუაინი (16), 2:0 დიბალა (26, პენ), 3:0 დიბალა (57), 4:0 დუგლას კოსტა (61, პენ)