იბრაჰიმოვიჩმა კვლავ ვერ გაიტანა, "მილანმა" კვლავ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს, სერია A-ს 21-ე ტურში "მილანმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ბრეშა".

ერთადერთი გოლი ხორვატმა თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა 71-ე წუთზე გაიტანა, რომელიც 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. "როსონერის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი ვერ დალაშქრა, თუმცა საგოლე კომბინაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

რაც იბრა "მილანში" გადავიდა, გუნდმა ყველა ტურნირზე 5-დან 4 შეხვედრაში იმარჯვა.

პირველად სეზონში ჩემპიონატზე "მილანმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო - იქამდე სახლში "უდინეზეს" (3:2) და სტუმრად "კალიარის" 2:0 სძლია. "ბრეშიამ" კი ბოლო 6 შეხვედრიდან 4 წააგო.

"მილანი" 31 ქულით
მეექვსე ადგილზეა და 2 თებერვალს "ვერონას" უმასპინძლებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული