"კალიარისთან" შეხვედრაში (1:1) გაძევებისთვის "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ამას გარდა, 22 წლის არგენტინელი 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ის 2 თებერვალს "უდინეზესთან" და 9 თებერვალს "მილანთან" ვერ ითამაშებს.
"კალიარისთან" მატჩში ლაუტარომ მსაჯ ჯანლუკა მანგანიელოზე გაიწია და არბიტრმა გააძევა. ამის შემდეგ მოედანზე მისი გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე შეიჭრა და დიდ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
ლაუტარომ და კონტემ მსაჯზე გაიწიეს - "ინტერი" ზედიზედ მესამე ფრეს დასჯერდა [VIDEO]
"კალიარისთან" ნამატჩევს ანტონიო კონტემ კინაღამ ინფარქტი მიიღო