
ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი "ფიორენტინას" დატოვებს.
32 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას "ბეშიქთაშში" აპირებს. La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის, ნიკოლო სკირის ინფორმაციით, თურქულ კლუბში კონტრაქტს 2022 წლამდე გააფორმებს.
ხოლო Sky Sport Italia იტყობინება, რომ "ბეშიქთაში" ბოატენგს იჯარით, გამოსყიდვის უფლებით აიყვანს.