რონალდოს სერიოზული კონკურენტი ჰყავს - იმობილემ გამორჩეული გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 2 თებერვალს, იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში, რომის "ლაციომ" საკუთარ მოედანზე სპალი 5:1 დაამარცხა და მასპინძელთა რიგებში დუბლი შეასრულა ჩირო იმობილემ, რომლის პირველი გოლი მართლაც საოცარი იყო.

იმობილემ, რომელიც 25 გატანილი გოლით სერია A-ს ბომბარდირთა სიას ლიდერობს, ჯერ მცველი და შემდეგ მეკარე მოატყუა და საჯარიმოს გვერდითი ხაზიდან უზუსტესი დარტყმით გაიტანა გოლი.

იმობილე კრიშტიანო რონალდოს მთავარი კონკურენტია სერია A-ს საუკეთესო მეგოლის ტიტულის მოპოვებაში. ჯერჯერობით იტალიელი "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელს 6 გატანილი გოლით უსწრებს (იმობილეს კრიშტიანოზე 2 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული),
ჩემპიონატის დასრულებამდე კი 16 ტურია.




მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი პირველი გოლი იყო საოცრება? ვიდეოსთვის მაინც გეყურებინა სანამ მიმოხილვას დაწერდი
გიორგი
12:00 04-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული