აწ უკვე მილანის "ინტერის" ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი BBC-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხს შეეხო და ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ლონდონურ კლუბში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.
"ფინალის შემდეგ ვთქვი, რომ ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. ამის შემდეგ ყველა ჩემ წასვლას ელოდა. "ეს მისი ბოლო თამაში იქნება", ყველგან ამას ვისმენდი. ქუჩაში ფანები მემშვიდობებოდნენ, მადლობას მიხდიდნენ, არადა, მე კიდევ "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ვიყავი.
კონტრაქტი მიმთავრდებოდა, გუნდში თეთრი ყვავი ვიყავი. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, არაფერი დამიმალავს. ძალიან ბევრ ფეხბურთელს ჰქონია "დეზებიდან" წასვლის სურვილი, თუმცა საჯაროდ მხოლოდ მე განვაცხადე. გულწრფელი ა
დამიანი ვარ და ორპირად არავისთან მოვქცეულვარ.
წამოსვლის შემდეგ ბევრი სიბინძურე წავიკითხე. თითქოს, გასახდელში ძალიან ცუდი ადამიანი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, წასვლის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ გასახდელში ყოფნისას თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, არ მინდოდა იქ ყოფნა. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ხმამაღლა ვთქვი ის, რასაც ბევრი მალავს.
ჟოზეს მოსვლის შემდეგ რადიკალურად არაფერი შეცვლილა. მე ავუხსენი ჩემი გეგმებისა და გრძნობების შესახებ. მას არ უთქვამს: "რადგან მიდის, არ ითამაშებს". ჟოზემ მითხრა, რომ თუ საჭირო ვიქნებოდი, ვითამაშებდი. რამდენჯერმე გავედი მოედანზე, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია", - განაცხადა დანიელმა ნახევარმცველმა.