AS: კრისტიან ერიკსენის "რეალში" ტრანსფერი ზიდანმა დაბლოკა

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი შეიძლებოდა "რეალში" გადასულიყო.

დანიელ ფეხბურთელს წინასწარი შეთანხმება ჰქონია "რეალთან", მაგრამ მისი შეძენა გუნდის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა არ მოისურვა. კრისტიანი კარგა ხანი იმედს არ კარგავდა, რომ ზიდანი პოზიციას შეიცვლიდა, მაგრამ ეს არ მოხდა.

ერიკსენის სამსახურით აგრეთვე "მანჩესტერი"იყო დაინტერესებული, თუმცა მან ინგლისში დარჩენა არ ისურვა.

საბოლოოდ ერიკსენი "ტოტენჰემიდან" "ინტერში" გადავიდა. მილანურმა კლუბმა მის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადა, კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონი დაუნიშნა და 24-ნომრიანი მაისურა გადასცა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოდრიჩს და აზარს არ ამჯობინა და ეგ არის, თორემ მშვენიერი ფეხბურთელია. ინტერზე უკეთესი გუნდი ეკუთვნოდა ნამდვილად
: )))))))
00:56 29-01-2020
1

სიახლეები პოპულარული