"სერია A"-ში ვითარება დაიძაბა - "ლაციომ" "ინტერს" სძლია და ჩემპიონობისთვის იბრძვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლაციო" აღარ ხუმრობს

სერია A-ს 24-ე ტურის დასკვნით მატჩში "ლაციომ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ინტერი".

"ლაციო" 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "იუვენტუსს" 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ "ინტერს" 2 ქულით უსწრებს.

რომაული გუნდი ჩემპიონატზე უკანასკნელად სექტემბრის ბოლოს დამარცხდა - მას შემდეგ 15 შეხვედრა მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.

"ლაციოს" 29 წლის თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ ბოლო 4 სეზონში სერია A-ში 93-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი - ტოპ 5-ის ლიგებში მასზე მეტი ამ პერიოდში მხოლოდ ლეო მესიმ (121) და რობერტ ლევანდოვსკიმ
(104) გაიტანეს.

რომი. "ოლიმპიკო".
ლაციო - ინტერი 2:1
გოლები: 1:0 იანგი (44), 1:1 იმობილე (50, პენ), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი 69)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ლაციოს და მის მწვრთნელს დასაფასებელია ნამდვილად,ამათ რომ კონკურენციას გაუწევ საღოლ!!
ზაზა
03:42 17-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული