შენ ყველაზე დიდი ჯამბაზი ხარ! - "ინტერის" პრეზიდენტი გაცოფებულია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" პრეზიდენტი სტივენ ჩჟანი სერია A-ს ხელმძღვანელს, პაოლო დალ პინოს კორონავირუსის გამო გადატანილ მატჩებზე აკრიტიკებს.

"თქვენ საფეხბურთო კალენდრით ჟონგლიორობთ და ერის ჯანმრთელობა ყოველთვის მეორე პლანზე გადაგაქვთ. თქვენ ყველაზე დიდი ჯამბაზი ხართ, ვინც მე ოდესმე მინახავს. 48 საათით გადაწევა, 7 დღით გადაწევა, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

ახლა კი სპორტულ ოსტატობასა და სამართლიან კონკურენციაზე საუბრობთ? რას იტყოდით იმაზე, რომ არ დაგვეცვა ჩვენი მწვრთნელები და ფეხბურთელები და გვეთხოვა, თქვენ გამო ყოველდღიურად ეთამაშათ?

კი, მე თქვენ გესაუბრებით, სერია A-ს თავმჯდომარევ, პაოლო დალ
პინო! როგორ არ გრცხვენიათ? მგონი, დრო მოვიდა, ადგეთ და აიღოთ საკუთარი პასუხისმგებლობა.

მივმართავ მთლიან პლანეტას. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ "ინტერის" გულშემატკივარი ხართ, "იუვესი" თუ საერთოდ არავის ქომაგობთ. გთხოვთ, ფრთხილად იყავით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის." - წერს ჩჟანი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესე იგი, სხვამ თუ არ აგიხსნა, ვერაფერს გაიგებ კაცი. ან რა შინაარსია, ან რა უძღოდა წინ ამ განცხადებას ან საერთოდ რა ქართულია.
წერე ქართულად
14:14 03-03-2020
0
ცოტა ვერ არი მგონი. რას იტყვით? ვერაფერი გავიგე. ან ანრი თარგმნის აბდაუბდად.
alexandre
13:33 03-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული