"კალიარის" მწვრთნელად 59 წლის ვალტერ ძენგა დანიშნეს.
ძენგამ გადაყენებული როლანდო მარანი შეცვალა და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ბოლო 12 მატჩში სარდინიულმა გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა (4 ფრე და 8 წაგება) და 25 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-11 ადგილზეა.
ძენგა ადრე "სტიაუას", "ცრვენა ზვეზდას", "პალერმოს", "სამპდორიას", "ვულვერჰემპტონსა" და "კროტონეს" წვრთნიდა, ბოლოს კი "ვენეციაში" მუშაობდა.