Daily Mail: "იუვენტუსი" ზიდანს სამწლიან კონტრაქტს და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონს შესთავაზებს

AutoSharing Option
სადღაც სწუხს მაურიციო სარი

როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო შეიძლება ზაფხულში "რეალი" დატოვოს, მისი სამსახურით უმალ დაინტერესდა "იუვენტუსი", - ამის შესახებ "დეილი მეილი" იტყობინება.

გამოცემის მტკიცებით, "იუვე" ზიდანს სამწლიან კონტრაქტს და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ზიდანი 5 წელი თამაშობდა "იუვენტუსში" და სწორედ იქ მოიპოვა პირველი "ოქროს ბურთი".

"ბებერი ქალბტონის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მაურიციო სარის მუშაობით, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ლიონთან" 0:1 დამარცხდნენ და თანაც, არაა გამორიცხული უკანასკნელ
8 წელიწადში პირველად სკუდეტო ვერ მოიპოვონ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სარი თავიდან ისე დიდის ამბით გადაიყვანეს, კაცს ეგონებოდა ტაციაობა იყო მაგაზე. ეხლა კიდე ერთი ლიონთან გასვლაზე წააგო და აღარ უნდათ. არ უნდა გაეშვათ ალეგრი
????
01:50 07-03-2020
2
ორმა დიდმა კაცმა ზიდანმა და რონიმ რაც რეალში ჩაატარეს საოცრებაა.იმედია იუვეშიც თავის კაცურ კვალს დატოვებენ.
zizu
12:30 08-03-2020
1

სიახლეები პოპულარული