
მადრიდის "რეალმა" მოახლოებულ ზაფხულს, შესაძლოა, მწვრთნელი შეიცვალოს. ზიდანის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოა, რომელიც ადრე "ტოტენჰემ ჰოთსპურს" წვრთნიდა.
"რეალის" ხელმძღვანელობამ პოჩეტინოს წარმომადგენლებს სთხოვა, ყველა სახის სიახლე აცნობონ, რაც მის შრომით ხელშეკრულებას დასჭირდება.
The Independent-ის ცნობით, ზიდანზე წნეხი მას შემდეგ გაიზარდა, რაც "მანჩესტერ სიტიმ" "თეთრებს" სახლში 2:1 სძლია. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ გასახდელში დაძაბული ატმოსფეროა. ფრანგ სპეციალისტს უთანხმოება აქვს გუნდის ვეტერანებთან და ასევე, "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან.