"მილანის" პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კლუბმა რეგიონალურ საგანგებო სიტუაციის სააგენტოს 250 ათასი ევრო შესწირა მათთვის, ვინც კორონავირუსით დაავადდა.
"ცხოვრებაში არის საკითხები, რომლებიც ფეხბურთზე მნიშვნელოვანია. როცა საჭირო ხდება, ვიზრუნოთ ადამიანებზე, ჩვენ ყველამ მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ და სახელმწიფო რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. კლუბის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ამ შენაწირით მე ვამაყობ, ვინაიდან ჩვენი წვლილი შეგვაქვს და მხარს ვუჭერთ რეგიონალური საგანგებო სიტუაციების სამსახურს. ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია", - თქვა "მილანის" გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა.
შეგახსენებთ, იტალია კორონავირუსის გავრცელებისა და მსხვერპლის მიხედვით მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერაა.