რალფ რანგნიკი, სავარაუდოდ, "მილანს" არ ჩაიბარებს

AutoSharing Option
Sky-ს ცნობით, "ლაიპციგის" ყოფილი მწვრთნელი რალფ რანგნიკი "მილანის" მწვრთნელად, ალბათ, არ დაინიშნება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 61 წლის რანგნიკმა "როსონერისთან" წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი და თან კლუბის სპორტული დირექტორიც გახდებოდა.

ახლა კი როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა და რანგნიკი, რომელიც Red Bull-ის კომპანიაში მუშაობს, "მილანის" წინადადებას არ მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ "მილანის" ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი ზვონიმირ ბობანი სამუშაოდან იმის გამო დაითხოვეს, რომ გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი რანგნიკთან ფარული მოლაპარაკების წარმოების გამო პრესაში გააკრიტიკა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული