რონალდომ კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო ოჯახით სამშობლოში წასულმა "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ ყველას მოუწოდა დაავადებას სერიოზულად მოეკიდონ.

"ჩვენ მძიმე პერიოდი გვაქვს და ყოველ ჩვენგანს ახლა მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება მოგვეთხოვება.

დღეს მე თქვენ მოგმართავთ არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც მამა, შვილი, ადამიანი, რომელიც შეშფოთებულია მოვლენათა განვითარებით.

მნიშვნელოვანია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის და ხელისუფლების რეკომენდაციებს დავემორჩილოთ, რათა სიტუაციას გავუმკლავდეთ.

ადამიანის სიცოცხლის დაცვა უპირველესი უნდა იყოს.

მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ახლობელი ადამიანი დაკარგა და მორალური მხარდაჭერა გამოვუცხადო მათ, ვინც ვირუსს ებრძვის, როგორც ჩემი პარტნიორი დანიელე რუგანი, ასევე
სამედიცინო სამსახურების მუშაკებს, რომლებიც დანარჩენების გადასარჩენად რისკზე მიდიან", - წერს რონალდო "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაღალი მოქალაქეობრივი და ადამიანური დამოკიდებულებით ყველა ცნობილმა პიროვნებამ უნდა გამოიჩინოს თავი.
რონი, ყველაფერში გამორჩეული ხარ
08:58 14-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული