იტალიური "რომას" ნიდერლანდელმა შემტევმა ჯასტინ კლუვერტმა ინტერვიუ მისცა De Telegraaf-ს და თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ ისაუბრა.
"უკვე სამი დღეა რომში, სახლში ვარ. მეტი აღარ შემიძლია. კლუბი გარეთ გასვლის უფლებას არ მაძლევს, ასე რომ ცოტ-ცოტას სახლში ვვარჯიშობ. ამას გარდა, ჩემს ნათესავთან ერთად ვატარებ დროს და ის ბედნიერია.
ისეთი ჩვეულებრივი რამეები, როგორიც სტილისტთან მისვლაა, უკვე შეუძლებელი გახდა. 3 კვირაა უკვე არ გამიპარსავს, უშველებელი წვერი გამეზარდა. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ თმა ისევ მოდურად მაქვს,"- თქვა კლუივერტმა.