შესაძლოა, "იუვენტუსმა" პიანიჩი ზაფხულში გაუშვას

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა 29 წლის მარლემით და მზად არის, ფეხბურთელი ზაფხულში სხვა კლუბში გაუშვას. 

აღსანიშნავია, რომ ბოსნიელის სამსახურით პსჟ-ია დაინტერესებული. 

პიანიჩი "იუვენტუსში" "რომადან" 2016 წელს 32 მილიონ ევროდ გადავიდა. ნახევარმცველის ანგარიშზე 22 გოლი და 36 შედეგიანი გადაცემაა. მიმდინარე სეზონში მან 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. 

პიანიჩს გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი მის ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს. 

altიოვიჩისა და პიანიჩის აგენტმა "რეალთან" მოლაპარაკებები გამართა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული