ფრანკფურტის "აინტრახტის" ფორვარდის, ლუკა იოვიჩისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის აგენტი ფალი რამადანი მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებს შეხვდა.
ფალი რამადანისა და "სამეფო კლუბის" სპორტული დირექტორის, ხოსე ანხელის შეხვედრა "რეალის" საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.
კონკრეტულად რომელი ფეხბურთელის შესახებ შედგა საუბარი შეხვედრაზე, ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ იოვიჩის ტრანსფერით მიუნხენის "ბაიერნი" და კატალონიის "ბარსელონა" არიან დაინტერესებულები, პიანიჩმა კი "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2023 წლამდე შარშან გაახანგრძლივა.