"იუვენტუსმა" კორონავირუსით გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელის დაინფიცირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
კორონავირუსი ნახევარმცველ ბლეზ მატიუიდის აღმოაჩნდა, რომელიც 11 მარტიდან საკუთარ სახლში ნებაყოფლობით იზოლაციაში იმყოფება და დაავადების არავითარი სიმპტომი აქამდე არ შეუნიშნავს.
ადრე კორონავირუსით "იუვეს" მცველი დანიელე რუგანი დაინფიცირდა.