იბრაჰიმოვიჩი: თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, ზლატანი მიდის ვირუსთან

AutoSharing Option
"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პლატფორმა Gofundme-ზე საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს იტალიის სახელმწიფოს დახმარებას კორონავირუსთან ბრძოლაში. კამპანიის სახელია "kick the virus away", ხოლო ძირითადი პრიორიტეტი 1 მილიონი ევროს აგროვებაა. თავად ზლატანმა 100 000 ევრო უკვე შესწირა. 

"იტალია ყოველთვის ძალიან ბევრს მაძლევდა. მე მინდა უფრო მეტი დავუბრუნო იმ ქვეყანას, რომელიც ასე მიყვარს. ერთად ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ საავადმყოფოებს, ექიმებს, მედდებს, რომლებიც თავგანწირულად მუშაობენ ჩვენი სიცოცხლეების გადარჩენაზე. დღეს ჩვენ დავეხმარებით მათ.

და გახსოვდეთ: თუ ვირუსი არ
მიდის ზლატანთან, ზლატანი მიდის ვირუსთან." - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა თავის instagram-ზე. 

შეგახსენებთ, 38 წლის ზლატანი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მილანში" "ლოს-ანჟელეს გელაქსიდან" დაბრუნდა. 

altიბრაჰიმოვიჩის გოლი და საგოლე გადაცემა - "ინტერმა" თითქმის წაგებული მატჩი მოიგო [VIDEO]

altდაბრუნებულმა იბრაჰიმოვიჩმა პირველი გოლი გაიტანა - "მილანმა" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი ხარ ზლატან
123 321
12:34 20-03-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული