დაბრუნებულმა იბრაჰიმოვიჩმა პირველი გოლი გაიტანა - "მილანმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს, სერია A-ს მე-19 ტურში "მილანმა" სტუმრად "კალიარის" 2:0 სძლია.

"როსონერიში" დაბრუნების შემდეგ 38 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველად დააყენეს ძირითად შემადგენლობაში და პირველი გოლიც გაიტანა. მან ტოპ 5-ის ჩემპიონატებში 269-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მე-11 ადგილზეა.

ანგარიში ამ შეხვედრაში "ლილიდან" ზაფხულში გადაყვანილმა 20 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა რაფაელ ლეაომ გახსნა.

"მილანმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 25 ქულით მე-7 ადგილზეა და 19 იანვარს "უდინეზეს" უმასპინძლებს.

კალიარი. "სარდინია არენა".
კალიარი - მილანი 0:2
გოლები: 0:1 რაფაელ ლეაო (46), 0:2 იბრაჰიმოვიჩი
(64)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული