"იუვე" 42 წლის ბუფონს, 35 წლის კიელინისა და კორონათი დაინფიცირებულ ფეხბურთელს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს

AutoSharing Option
Goal.com-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ახალ ხელშეკრულებას გუნდის 3 ფეხბურთელთან - ჯანლუიჯი ბუფონთან, ჯორჯო კიელინისა და ბლეზ მატუიდისთან გააფორმებს.

მოქმედი კონტრაქტები ფეხბურთელებს 2020 წლის 30 ივნისს უმთავრდებათ. წყაროს ცნობით, სამივე მოთამაშე კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

"ბებერი სინიორას" კაპიტანი, 35 წლის ჯორჯო კიელინი მიმდინარე სეზონში ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო ვერ თამაშობდა. ცენტრალურმა მცველმა წლევანდელ სეზონში "იუვენტუსის" ფორმით 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

42 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა კი 2019/20 წლების სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 9 გოლი გაუშვა, 3 შემთხვევაში კი
კარი მშრალად შეინახა.

32 წლის ბლეზ მატუიდიმ მიმდინარე სეზონში ტურინელთა რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული