ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს. "ბარსელონას" ლაუტარო მარტინესის ყიდვა ზაფხულში უნდა. "ინტერმა" კატალონიელების წინადადება დაბლოკა. ესპანელები 70 მილიონ ევროს და ნელსონ სემედუსა და არტურო ვიდალს სთავაზობდნენ. "ბარსელონელებს" არგენტინელის სანაცვლოდ 111 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ." - დაწერა სკირამ "თვითერზე".
მიმდინარე სეზონში 22 წლის არგენტინელს 16 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.