კრიშტიანო რონალდომ შეიძლება "იუვენტუსი" დატოვოს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო კარიერის გაგრძელების ორ ვარიანტზე ფიქრობს.

Diario GOL-ი ირწმუნება, რომ პორტუგალიელმა ორი კლუბისგან კონკრეტული შეთავაზება მიიღო.

პირველი - პსჟ-სგან, მეორე კი - "მანჩესტერისგან", თუმცა მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მანკუნიანური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას.

რონალდო "იუვემ" "რეალისგან" 2018 წელს 117 მილიონ ევროდ შეიძინა, ამ სეზონში სერია A-ს 22 მატჩში 21 გოლი გაიტანა (7 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შეიძლება არ დატოვოს
ვა რა დონეა
12:59 25-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული