ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და რომის "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო სერია A-ს სპეციალურ შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია, თუმცა ლოტიტო თვლის, რომ მიმდინარე სეზონის დასრულება შესაძლებელია.
"მონაცემები ნახეთ? - ვირუსის მასშტაბები იკლებს. ვიცი, რადგან ექსპერტებთან მაქვს კავშირი, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ მუშაობენ და არა საფეხბურთო კლუბების ექიმებთან", - თქვა ლოტიტომ.
"რა თქმა უნდა, უკვე ექსპერტ-ვირუსოლოგიც გახდი", - უპასუხა ლოტიტოს ანიელიმ.
რომაელთა პრეზიდენტის სურვილი მარტივი ასახსნელია - მას ჩემპიონატის გაგრძელება უნდა, რადგან "ლაციოს" ჩემპიონობის ისეთი შანსები აქვს,
როგორიც კარგა ხანია არ ჰქონია.