Goal.com-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" მზად არის "აიაქსის" 22 წლის ფეხბურთელ დონი ვან დე ბეეკის შეძენაში კონკურენცია მადრიდის "რეალს" გაუწიოს.
ზემოხსენებული გრანდების გარდა, დონის შეძენით მილანის "ინტერი" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულნი.
ვან დე ბეეკი "აიაქსის" აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე, მან ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 9 მატჩი გამართა.
Transfermarkt-ი ჰოლანდიელს 55 მილიონ ევროდ აფასებს.