იტალიის სპორტის მინისტრი: სერია A-ს გუნდებმა შეცომა უკვე დაუშვეს, ეს აღარ განმეორედება

AutoSharing Option
იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ კომენტარი გააკეთა კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე იტალიის ჩემპიონატის სავარაუდო განახლების შესახებ.

"შეხვედრების 3 მაისს განახლება შეუძლებელია. სერია A-ს გუნდებმა უკვე დაუშვეს შეცდომა, როცა მაშინ განაგრძეს თამაში, როცა შეწყვეტის დრო იყო. უნდა გაიგონ, რომ ახლა ეს აღარ მოხდება.

ხვალ უკვე გავაკეთებთ შეთავაზებას, რომ აპრილის ბოლომდე ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდეს. ეს ლიმიტი ვარჯიშებზეც იმოქმედებს, რომელსაც აქამდე არ ვეხებოდით, რადგან იმედი იყო, რომ ჩემპიონატის განახლების საშუალება გვექნებოდა. სპორტი ეს მხოლოდ ფეხბურთი არაა და ფეხბურთი მხოლოდ სერია A არ არის.

დიდი კლუბები ბუშტში ცხოვრობენ, მათი ფეხბურთელების მილიონიანი ხელფასების ჩათვლით. თუმცა, ყველა უნდა მიხვდეს, რომ კრიზისის შემდეგ ცხოვრება არავისთვის იქნება ისეთი, როგორიც ადრე,"- ციტირებს მინისტრს La Gazzetta dello Sport.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ფეხბურთი აღარ იქნება ცხოვრებაც გაჩერდება და ფერმები რაღად გვინდა? მსოფლიოში უფრო დიდი მსხვერპლიც ყოფილა, მარა სიცოსხლე გრძელდება. ყველას ჯამთელობას და ოპტიმიზის გისურვებთ. ჩვენც კარგად ვიქნებით და იტალიაშიც ითამაშებენ ფეხბურთს. დარჩით სახლში.
G.LA
20:39 29-03-2020
2
კორონას შიშით ფეხბურთის მატჩები საერთოდ აღარ გაიმართება, სტადიონებს კი ფერმებს გადასცემენ ან კორპუსებს ააშენებენ
ზვიადი
17:04 29-03-2020
3

სიახლეები პოპულარული