კასანო: რადგან "იუვენტუსმა" ფეხბურთელები ხელფასის გარეშე დატოვა, სეზონი აღარ განახლდება

AutoSharing Option
იცის რა, თუ რამდენად გავლენიანი პიროვნებაა იტალიურ ფეხბურთში "იუვენტუსის" მფლობელი, რომელმაც თავისი გუნდის ფეხბურთელები ივლისამდე ხელფასის გარეშე დატოვა, "სკუადრა აძურას" ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ივარაუდა, რომ სერია A აღარ განახლდება.

"რადგან "იუვენტუსმა" ხელფასები შეამცირა, ე.ი. ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, აღარ განახლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე იციან ამის შესახებ, თორემ ასე არ მოიქცეოდნენ. ამის გაკეთება თვიდან თვემდე შეიძლებოდა.

სერია B-სა და სერია C-ში ფეხბურთელებს გასამრჯელოს არ წაართმევენ. იქ ისინი 3-5 ათას ევროს გამოიმუშავებენ. მათ იპოთეკა აქვთ, მანქანები განვადებით ჰყავთ გამოყვანილი",
- ციტირებს კასანოს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული