ვან ბასტენი: ფეხბურთის პრობლემა - იზრდება უფსკრული რამდენიმე მდიდარ კლუბსა და დანარჩენებს შორის

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა, ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა წარსულსა და მომავალზე ისაუბრა.

"ამჟამად ფეხბურთს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ფეხბურთი ფუფუნებაა, კარგ დროს შესანიშნავი გასართობია, მაგრამ ახლა არა. თუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ფეხბურთი თუ ადამიანთა ჯანმრთელობა, ჩემი აზრით, ასარჩევი არც არაფერია - ადამიანები უფრო მნიშვნელოვანნი არიან.

ვიღაცას შესაძლოა, ეს გაუკვირდეს, მაგრამ იტალიურ ფეხბურთს იშვიათად ვუყურებ. ჩემი "მილანი" მსოფლიოს ფეხბურთში დომინირებდა, ახლა კი ჩემპიონატში გადარჩენისთვის იბრძვის. თანამედროვე ფეხბურთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იზრდება უფსკრული რამდენიმე მდიდარ კლუბსა და დანარჩენებს შორის", -
განუცხადა ვან ბასტენმა Calciomercato-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვან ბასტენმა და მაგ ტრიომ შემაყვარა მილანი

ვან ბასტენი კიდე ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელი, ასეთი სილამაზის და ასე ბევრი გოლები არავის გაუტანია რაც მაგას აქვს გატანილი....
0
გულშემატკივართა ძველ თაობას მივმართავ:გახსოვთ
მილანის ტრიო რაიკარდი-გულიტი-ვან ბასტენი ინტერის ტრიოს წინააღმდეგ მათეუსი-ფიოლერი-კლინსმანი
გუგა
10:04 01-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული