La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
გამოცემის მიხედვით, 38 წლის ფეხბურთელი კლუბში მომხდარი ცვლილებებით იმედგაცრუებულია და ასევე, უკმაყოფილოა გუნდის პრეზიდენტ ივან გაზიდისით, რომელსაც ზლატანის მიმართ დიდი გეგმები არ აქვს.
დირექტორების ტანდემი, ზვონიმირ ბობანისა და პაოლო მალდინის მონაწილეობით, გუნდის ზლატანის გარშემო აგებას აპირებდა, თუმცა პირველმა უკვე დატოვა კლუბი და დიდი ალბათობით, მეორესაც იგივე ბედი ელის. გაზიდისი კი შვედთან მხოლოდ ნახევარწლიან ხელშეკრულებაზე აპირებს მოლაპარაკებას, რაზე თანახმაც იბრაჰიმოვიჩი არ არის.
სწორედ ამ მიზეზების
გათვალისწინებით წერს გამოცემა, რომ შვედი ფორვარდი "როსონერის" დატოვებს, რომლის რიგებში 2020 წლის იანვარში დაბრუნდა.
იბრაჰიმოვიჩი: თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, ზლატანი მიდის ვირუსთან