იბრაჰიმოვიჩი: მე თვითონ არ ვიცი, რისი გაკეთება მინდა

AutoSharing Option
38 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" შესაძლო დატოვებაზე გააკეთა კომენტარი.

"ვნახოთ. მე თვითონ არ ვიცი, რისი გაკეთება მინდა მომავალში. ყოველდღე რაღაც ახალი ხდება. მაგალითად, ვინ იწინასწარმეტყველებდა კორონავირუსს?

უბრალოდ, ცხოვრებით უნდა გავიხაროთ და ნაკლებად ვიდარდოთ. მე ოჯახი მყავს, რომელზეც უნდა ვიზრუნო. ისინი კარგად არიან, მეც", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Svenska Dagbladet-ი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრა "როსონერის" დატოვებას კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთის თამაშით ასე არ უნდა მდიდრდებოდეს ადამიანი. ხომ ხედავთ აღარც კი იცი საით ეცეს.
ჰმ!
10:44 02-04-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული