კრიშტიანო რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს - Marca

AutoSharing Option
ესპანურმა გამოცემა Marca-მ თავის მკითხველებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ არის მათი აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

გამოკითხვის ფინალში ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის სძლია. პორტუგალიელს 246 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, ხოლო არგენტინელს - 209 ათასმა.

ფინალამდე რონალდომ აჯობა: პაოლო მალდინის, ზინედინ ზიდანსა და დიეგო მარადონას. მესი კი ფერენც პუშკაშზე, ალფრედო დი სტეფანოსა და ბრაზილიელ რონალდოზე "ძლიერი" აღმოჩნდა.

მესამე ადგილზე კი ბრაზილიელი რონალდო გავიდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
პელე, კრუიფი... ბეკენბაუერი... წაშალეს ისტორიიდან???
tngh
16:44 02-04-2020
5
მხოლოდ პელე და გარინჩა. მერე ვინც გინდათ ის. ფეხბურთი სანახაობრივია! თან არ დაგავიწყდეთ, ერთად-ერთი ფეხბურთელი მსოფლიოში, რომლის გვარს 100 000 -იანი სტადიონები სკანდირებდნენ. მესხი! მესხი! მესხი!
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
18:16 02-04-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული