La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი, შესაძლოა, "მილანის" ფეხბურთელი გახდეს.
გამოცემის მიხედვით, სწორედ მილიკი ითვლება მთავარ ფავორიტად იბრაჰიმოიჩის შემცვლელის კანდიდატურაზე. მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, შვედი ფორვარდი "როსონერის" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
მილანელები ახალგაზრდა თავდამსხმელ რაფაელ ლეაუზე აკეთებენ გათვლებს, თუმცა უფრო გამოცდილი ფორვარდიც სჭირდებათ.
წყაროს ცნობით, "ნაპოლი" მილიკს 40 მილიონ ევროდ აფასებს. მოქმედი კონტრაქტი მილიკს ნეაპოლურ კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს და მხარეები ხელშეკრულების გაგრძელების საკითხზე ვერ თანხმდებიან.
სერია A-ს მიმდიანარე სეზონში მილიკმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9
გოლის გატანა მოახერხა.