"იუვენტუსს" ნ'გოლო კანტეს შეძენა სურს

AutoSharing Option
"იუვენტუსი" "ჩელსის" ნახევარმცველ ნ'გოლო კანტეს სამსახურით დაინტერესდა, - იტყობინება Calciomercato.

"იუვემ" გადაწყვიტა იმით ისარგებლოს, რომ "ჩელსი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველის გაყიდვას აპირებს.

კანტეს შეძენის სურვილი აგრეთვე "რეალსა" და "პარი სენ ჟერმენს" აქვთ, მისი სატრანსფერო ფასი კი 80 მილიონი ევროა.

ნ'გოლო "ჩელსიმ" 2016 წელს "ლესტერისგან" 35.8 მილიონად იყიდა. მას "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზფხულამდე აქვს გაფორმებული.

ამ სეზონში კანტემ ყველა ტურნირზე 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული