მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ჟოაუ მარიუ, რომელიც ამჟამად რუსეთის "ლოკომოტივშია" განათხოვრებული, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოზე საუბრობს.
"რონალდოსთან თამაში ძალიან დიდი მოტივაციაა. მასთან ყოფნა გაიძულებს, გახდე კიდევ უფრო უკეთესი. თქვენ ფიქრობთ: "თუ რონალდო 35 წლის ასაკში კიდევ ცდილობს პროგრესირებას, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი მოიგო, მაშინ მე რატომ არ უნდა ვიფიქრო იმავენაირად?" - ციტირებს მარიუს Eleven Sports-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანის "ინტერი" ფეხბურთელის უკან დაბრუნებას აპირებს, რამდენადაც ლისაბონის "სპორტინგის" მცველით, მარკოს აკუნიოთი დაინტერესდა და მოლაპარაკებებში მარიუს ჩართვას აპირებს.