"ლაციოს" თავდამსხმელი ჩირო იმობილე ჩემპიონობაზე ოცნებობს და ამბობს, რომ ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
"ჩვენ ჩემპიონობის ამბიცია გვაქვს. ოცნებისთვის 12 მატჩი გვაქვს.
ეს იგივეა, სერია A ხელახლა რომ იწყებოდეს. ეს ძნელი იქნება, მაგრამ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება", - ციტირებს იმობილეს Football Italia.
26 ტურის შემდეგ "ლაციო" მეორე ადგილზეა და ლიდერ "იუვენტუსს" 1 ქულით ჩამორჩება.
26 ტურის შემდეგ "ლაციო" მეორე ადგილზეა და ლიდერ "იუვენტუსს" 1 ქულით ჩამორჩება.