"ინტერმა" ლაუტაროს შემცვლელები იპოვა

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" წყაროზე დაყრდნობით, მილანის "ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელით, ანტონი მარსიალითა და "ლაიპციგის" ფორვარდით, ტიმო ვერნერით ინტერესდება.

იტალიელები ორივე ფეხბურთელს ლაუტარო მარტინესის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც, შესაძლოა, კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგდეს.

24 წლის მარსიალის ანგარიშზე 34 მატჩში 16 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. Transfermarkt-ი მის ღირებულებას 48 მილიონ ევროდ აფასებს.

რაც შეეხება ვერნერს, 36 მატჩში მან 27 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი ღირებულება Transfermarkt-ის შეფასებით 64 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული