"იუვენტუსმა" შეიძლება თავდამსხმელი გონსალო იგუაინი სახელფასო განაკვეთის შემცირებისათვის გაყიდოს.
ბონუსების გარეშე იგუაინი წლიურად 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ამ სეზონში სერია A-ს 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მისი სატრანსფერო ფასი კი 25.5 მილიონი ევროა.
გონსალო "იუვემ" 2016 წელს "ნაპოლისგან" 90 მილიონად შეიძინა. ის ახლა არგენტინაში იმყოფება და ტურინულ გუნდში დაბრუნება არ უნდა.
"ბებერი ქალბატონის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მის შემცვლელად პსჟ-ის ფორვარდ მაურო იკარდის ყიდვას აპირებს.