La Gazzetta dello Sport-ი კლუბის წარმომადგენელ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გრიპის სინდრომი გუნდში მხოლოდ 4 ფეხბურთელს ჰქონდა: სტეფან დე ვრეის, მილან შკრინიარს, დანილო დეამბროზიოსა და ალესანდრო ბასტონს. სხვა ფეხბურთელები, რომლებიც იმ დროს მკურნალობდნენ, ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადიოდნენ.
"ინტერში" ლუკაკუს განცხადებით უკმაყოფილონი დარჩნენ, თუმცა იქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის ბოდიში მიიღეს და პრობლემათა კლუბის შიგნით მოგვარების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსნებთ, რომ რომელუ
ლუკაკუმ "ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში დრის მერტენსის საცოლე კეტრინ კერჰოფსთან საუბრისას განაცხადა, რომ იანვარში ძირითადი გუნდის 25 ფეხბურთელიდან 23 ავად იყო. მისი თქმით, ყველას ყელის სტკიოდა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.