მატერაცი: "ინტერში" მან მოურინიოს აშენებული ყველაფერი დაანგრია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ საკუთარი აზრი გამოთქვა "ნერაძურიში" ესპანელი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის მუშაობაზე.

"თუ საქმე ბენიტესის "ინტერში" მოღვაწეობას ეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ისტორია არ ნიშნავდა იმას, რომ მან ცუდად დაიწყო და უარესად დაასრულა. არა, მან საერთოდ ვერაფრის დამთავრება ვერ მოახერხა. თუმცა, რაც მოურინიომ ააშენა, ის კი მალე დაანგრია. მწვრთნელის სამუშაო დადებითად მაშინ შეიძლება შევაფასოთ, თუ მას ფეხბურთელების მიმართ ემპათია აქვს. მან კი გასახდელის ლიდერები მოიშორა და რაფაელთან პრობლემები ამიტომაც დაიწყო.

დიახ, ადამიანს, რომელმაც "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა
მოიგო, ფეხბურთი ესმის, თუმცა "ინტერში" ჩემთან მუშაობა ვერ მოახერხა, "ნაპოლიში" - კანავაროსთან, "ჩელსიში" - ტერისთან, "რეალში" - რონალდოსა და კიდევ ვიღაცებთან. დავიჯერო, დამნაშავეები ყოველთვის ფეხბურთელები იყვნენ?" - განაცხადა მატერაციმ.

მარკო მატერაცი მილანის "ინტერში" 2001-დან 2011 წლამდე გამოდიოდა, ბენიტესი კი "ნერაძურის" 2010 წელს წვრთნიდა.

მომზადებულია Chanasoccernet-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული