"იუვენტუსის" 27 წლის მეკარე მატია პერინი ტრავმის გამო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.
"იტალიის ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობა რომ არ მქონდეს, თამაშს თავს დავანებებდი. ნაკრები ჩემი მთავარი მიზანია. როდესაც თამაშით სიამოვნებას ვეღარ მივიღებ, კარიერას დავასრულებ. მართალი გითხრათ, ორი ტრავმისა და ორი ოპერაციის შემდეგ ბევრ რამეზე დაფიქრება მომიწია", - განაცხადა პერინმა.
პერინი "იუვეს" "ჯენოაში" ჰყავს განათხოვრებული, რომლის რიგებში ამ სეზონში 9 მატჩში 12 გოლი გაუშვა. მან იტალიის ნაკრების ღირსება 2 შეხვედრაში დაიცვა.