Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" მცველი სამუელ უმტიტი შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს.
წყაროს ცნობით, მცველით აქტიურად ინტერესდება "ნაპოლი", რომელიც თავისი ლიდერის, სენეგალელი კალიდ კულიბალის წასვლისთვის ემზადება. კულიბალის ტრანსფერი 120 მილიონ ევროდ ფასდება.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი მცველი, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გუნდში დარჩენის სურვილს გამოთქვამს და ამის შესახებ ადმინისტრაციასაც აცნობა. თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ამ შემთხვევაში ფეხბურთელის ინტერესებზე მაღლა დგას.