Football Italia-ს ინფორმაციით, სერია A-ს კლუბებს შორის ჩემპიონატის დასრულების შესახებ კენჭისყრა გაიმართა და გუნდები შეჯიბრების დასრულების ფორმაზე შეთანხმდნენ.
გამოცემის მიხედვით, 20-ვე კლუბმა გამოთქვა ჩემპიონატის ჩამთავრების სურვილი და მზად არიან ყველა ტურის შეხვედრები გამართონ. აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბრეშიასა" და "ტორინოს" ხელმძღვანელობა შეჯიბრების გაგრძელების წინააღმდეგი იყო.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ სერია A-ს კლუბების რაოდენობა არ გაიზრდება და 22 არ გახდება. კლუბები ამ საკითხზეც შეთანხმებულები არიან.
Sxvadasxva rames nishnavs cesit...